17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
საიდუმლო შეტყობინებები - მთავრობის ადმინისტრაცია დღეს განმარტებებს არ აკეთებს

მთავარი პროკურორი საიდუმლო შეტყობინებების ადრესატობას უარყოფს. საიდუმლო შეტყობინებებს საპარლამენტო უმრავლესობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, ძალოვანი უწყებები და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა იღებს. დირექტივების მიმღებებს შორის კი ე.წ. დეპოლიტიზირებული პროკურატურაც და ამ უწყების პირველი პირიც ფიგურირებს.

გამომგზავნი ინფორმერ.ჯი საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებსა და ხელისუფლებასთან დაახლოვებულ პირებს მიმდინარე საკითხებზე პოზიციას კარნახობს.

რუსთავი 2-ის ხელში არსებული მიმოწერის უტყუარობა კოალიციის ყოფილმა წევრებმა დაადასტურეს. უმცირესობისთვის სამთავრობო ქსელსა და პოლიტიკურ დაკვეთებში მთავარი პროკურორის მონაწილეობა კიდევ ერთი საფუძველია შოთაძის გადადგომის მოთხოვნისთვის.  

ოპონენტები ამბობენ, რომ გასაჯაროებულმა მიმოწერამ ორი მთავარი პრობლემა გამოკვეთა, რუსთავი 2-ის საქმეში მთავრობის როლი და ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობა დეპოლიტიზირებული ძალოვანი უწყებების ნაცვლად.

მმართველი გუნდი გზავნილების მიმღებთა ჩამონათვალსა და თუ შეტყობინების შინაარსში პრობლემას ვერ ხედავს.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შეტყობინებები და დირექტივები რუსთავი 2-ის თემაზე სტრასბურგში სამართლებრივი დავისთვის დამატებითი მტკიცებულება გახდება. გავრცელებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციას განმარტებები არ გაუვრცელებია.

დღის ამბები