17 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
აშშ-ის კონგრესში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე მოსმენა მიმდინარეობს

შეერთებული შტატების კონგრესში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე მოსმენა მიმდინარეობს. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში კონგრესმენთა შეკითხვებს ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელები პასუხობენ.

FBI​-ის დირექტორმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიის წარმომადგენლების რუსებთან კავშირის დადგენასაც მოიცავს.

მან ასევე განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა დონალდ ტრამპის მიერ, twitter-ის საშუალებით გამოთქმულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებთ, თითქოს ბარაკ ობამას დავალებით, მის ნიუ-იორკის ოფისს უსმენდნენ.   

„იუსტიციის დეპარტამენტმა უფლება მომცა დავადასტურო, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო აწარმოებს გამოძიებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მთავრობის ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით. ეს მოიცავს ტრამპის კამპანიასთან ასოცირებულ პირებსა და რუსეთის მთავრობას შორის ნებისმიერი სახის კავშირების გამოძიებასაც. შეფასდება ისიც, გვაქვს თუ არა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან,“ - განაცხადა ჯეიმს კომიმ.

დაზვერვის კომიტეტის მოსმენის დაწყებამდე twitter-ში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კონგრესმა და ფედერალური გამოძიების ბიურომაც უნდა გამოიკვლიონ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა.

დღის ამბები