17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი - პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ხვალ იმსჯელებს

იურიდიულმა კომიტეტმა დღეს პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ეს საკითხი ჩააგდო. ქართული ოცნება სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებაში მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებს ხედავს და უკვე მიღებულ კანონში რაიმე ცვლილებების შეტანას არ გეგმავს.

იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ჩააგდო და მხარი კვლავ მათ მიერ მომზადებულ ცვლილებებს დაუჭირა. პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების სააგენტოს არა სუს-თვის, არამედ პრემიერისთვის დაქვემდებარებას ითხოვს. საპარლამენტო ოპოზიცია კი ე.წ. მოსმენების გასაღების სუს-დან გამოტანას ითხოვს.

ნაციონალური მოძრაობა სუს-ის მხრიდან მოსმენების კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობს. ევროპული საქართველო უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დაწუნებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დაძლევის აუცილებლობაზე გაცხადება დღეს ვიცე-პრემიერმა გააკეთა. ალექსანდრე ჯეჯელავა გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ვეტოს ხშირი უფლების გამოყენებაზე საუბრობს და ამას პოლიტიკური მიზნებით ხსნის.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, ხელისუფლებას ურჩევს, აქცენტი არა პრეზიდენტის ვეტოების რაოდენობაზე, არამედ მის შინაარსზე გააკეთონ.

პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ხვალ იმსჯელებს. მოტივირებულ შენიშვნებზე კენჭისყრაც, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

დღის ამბები