17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე - სასამართლოს სახეცვლილ დოკუმენტებზე დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწევს

რუსთავი2-ის საქმის მასალებში სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატებისთვის აქამდე უცნობი, რამდენიმე ახალი გვერდი გაჩნდა. მათი განმარტებით, საქმეში ჩამატებული გვერდები სწორედ დიდი პალატის დაკომპლექტების საკითხს ეხება. 

რუსთავი2-ის იურისტები თვლიან, რომ უზენაესმა სასამართლომ დამატებითი ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს. მათი განცხადებით, დღეს მიღებული სახეცვლილი ოფიციალური დოკუმენტაცია ამის საჭიროებას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.

სამოქალაქო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, სასამართლო მის მიერ 3 დღეში მიღებული გადაწყვეტილების გამართლებას დიდი პალატის დაკომპლექტების თარიღის ცვლილებით ცდილობს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ადასტურებს, რომ ინფორმაცია დიდი პალატის სამი თვით ადრე პირველ დეკემბერს დაკომპლექტების შესახებ არც მათ იცოდნენ და ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაკეთებული საჯარო განცხადებებით შეიტყვეს.

ბოლო დღეებია, შესაძლო დარღვევის შესახებ კითხვებზე პასუხს ელოდებიან პოლიტიკოსებიც. დიდი პალატის შეკრების თარიღად პირველი დეკემბერი უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში დაასახელა. 

მანამდე საზოგადოებისა და საქმის მხარეებისთვის ცნობილი იყო, რომ პალატა სამი დღით ადრე შეიკრიბა და ამ მოკლე დროში მრავალტომიან საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

დღის ამბები