17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონმა შესაძლოა, კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს

ფარული მიყურადების შესახებ კანონის განხილვა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს, რადგან უმრავლესობა საქართველოს მიერ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევას გეგმავს. დავის გაგრძელებას ბათუმში სამოქალაქო სექტორი გეგმავს, რომელიც სრულად იზიარებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ შენიშვნებს.

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მეორედაც მიმართავს.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ის მოთხოვნები, რომელიც ხელისუფლებას სასამართლომ სწორედ ომბუდსმენის საჩივრის საპასუხოდ დაუწესა, ამჯერადაც არ არის გათვალისწინებული. საჩივარს სახალხო დამცველი იმ შემთხვევაში მოამზადებს, თუ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად ემზადება კამპანია ეს შენ გეხება. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზიდენტის შენიშვნები ორივე ნაწილში მისაღებია, მმართველი გუნდის უარს კი ამ შენიშვნების გათვალისწინებაზე სპეციალისტები პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ.

შეცვლილი კოლეგიის მიუხედავად, იურისტებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. მოსმენების კანონის ნორმებს კვლავ არაკონსტიტუციურად სცნობს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონტროლის საუკეთესო მექანიზმის სახით მმართველ გუნდს ე.წ მოსმენების სააგენტოს პარლამენტისთვის დაქვემდებარება შესთავაზეს, თუმცა ინიციატივა უმრავლესობამ არ გაიზიარა.

დღის ამბები