17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
პრემიებისა და დანამატების გაცემაში ლიდერი რეგიონები - საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, გაცილებით მეტი დანამატი გაიცა.

კვლევის თანახმად, ჩამონათვალში სწორედ კახეთი და მხარის გუბერნატორი ლიდერობს. ახლადდანიშნულმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიების გაცემისა და აღების საკითხში წინამორბედს გადააჭარბა. თავად გუბერნატორი ამ ინფორმაციას უარყოფს.

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებულ კვლევას გამოეხმაურა ადგილობრივი ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეგიონში არაფერი კეთდება და შესაბამისად, პრემიებსა და დანამატებს მხარის ადმინისტრაცია არ უნდა იღებდეს.

თუ კახეთი პრემიების გაცემაში ლიდერობს, გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, დანამატების გაცემის კუთხით რეკორდსმენი სამეგრელოს გუბერნიაა.

დიდი რაოდენობით დანამატების დარიცხვას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. პატრიოტთა ალიანსის ადგილობრივმა ორგანიზაციამ ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგიც გამართა.

ცალკეა გამოყოფილია კვლევაში იმერეთის გუბერნატორი. ის ერთადერთია, რომელმაც პრემიაც მიიღო და დანამატიც. ადგილობრივი ოპოზიცია აცხადებს, რომ ასეთივე ანაზღაურება აქვს ქუთაისის ვიცე მერსაც.

რეგიონებში გაზრდილი პრემიებისა და დანამატების შესახებ განცხადება გააკეთეს დღეს საპარლამენტო უმცირესობაშიც.

დღის ამბები