17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
მეტეოროლოგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ

მეტეოროლოგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ. ნულს ქვემოთ ტემპერატურის ვარდნა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ პროგნოზირებენ, რა ზიანი შეიძლება, მიაყენოს ყინვამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა 22 მარტიდან დაიწყება და 24-მდე გაგრძელდება. ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. 

სინოპტიკოსების მტკიცებით, საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემაა მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, საადრეო ჯიშის ნარგავების დაზიანებას გამოიწვევს.

ფერმერთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ტემპერატურის კლების შესახებ ინფორმაცია გლეხმა რამდენიმე დღით ადრე უნდა მიიღოს, რომ რეაგირება დროულად მოახდინოს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებული რეკომენდაციების დაცვას ურჩევს ამინდის გაუარესებამდე ერთი დღით ადრე ფერმერებს.

სავარაუდოდ, ტემპერატურა საქართველოს ბარში მინუს 3 გრადუსამდე დაიწევს, მაღალმთიან რეგიონში კი მინუს 7-მდე.

 

 

ავტორები: ია გულიაშვილი, სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები