17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები პრემიერს შესახვედრად დროს ხვალ, 15:00 საათამდე აძლევენ

მთავრობის მეთაურს ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებთან შესახვედრად 24-საათიანი ვადა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რას გეგმავენ დაზარალებულები დროის ამოწურვის შემდეგ. ანალოგიური მოთხოვნით დღეს კანცელარიასთან მათ კარვის გაშლა სცადეს, რაც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დედაქალაქის მერია აქციის შესახებ გააფრთხილეს, პოლიციამ მათ კარვების გაშლის უფლება მაინც არ მისცა.

მერიის პრესსამსახურში განაცხადის შესვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტებას, თუ რატომ გაუწიეს წინააღმდეგობა მომიტინგეებს, არ აკეთებენ.

მოვაჭრეების ადვოკატი მოხდართან დაკავშირებით ხვალ მთავარ პროკურატურტას მიმართავს.

მოვაჭრეები კანცელარიასთან პრემიერმინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით უკვე ორი კვირაა, შიმშილობენ. მათი სამპუნქტიანი მოთხოვნა, ზარალის დათვლას, ფინანსურ დახმარებას და ბავშვთა სამყაროს ხანძრის გამომწვევი მიზეზების ობიექტურ გამოძიებას გულისხმობს.

დღეს მათთან ადმინისტრაციიდან არავინ გასულა. დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი შიმშილობას კვლავ ბავშვთა სამყაროს დამწვარ შენობასთან აგრძენებს, ნაწილი კი კანცელარიის შენობასთან რჩება.

მოვაჭრეების მიერ მთავრობისთავის მიცემული 24-საათიანი ვადა ხვალ, დღის 3 საათზე იწურება. 

დღის ამბები