17 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
სამწლიანი პაუზის შემდეგ მამუკა ჩარკვიანი კონცერტისთვის ემზადება

სამწლიანი პაუზის შემდეგ მამუკა ჩარკვიანი კონცერტისთვის ემზადება, თუმცა ამჯერად მის ნაცვლად რეპეტიციას ნაცნობი რეპერტუარის მოსამზადებლად სხვა მომღერლები გადიან.

მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამოსთვის სულ 20-ზე მეტი მომღერალი და 26 სიმღერა შეარჩიეს.

90-იანი წლების ჰიტების და არაერთი დაჯილდოების გამარჯვებული სიმღერების დებიუტანტი შემსრულებლების ერთად შეკრების იდეა წლების წინ დაიბადა და მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შემოქმედებითი საღამოს თარიღს ორგანიზატორები დიდხანს ელოდნენ.

მამუკა ჩარკვიანი საკუთარი შემოქმედების საღამოზე მაყურებლის სტატუსით მიდის და ერთი სიმღერის შესრულების უფლებას იტოვებს.

კონცერტი 30 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმრთება. 

დღის ამბები