17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ანა მარგველაშვილის თქმით, სუს-ის თანამშრომლები ახლაც უთვალთვალებენ

პრეზიდენტის შვილი სუს-ის თანამშრომლების მიერ მის საახლობლოზე მიმდინარე თვალთვალზე საუბრობს.

„ზუსტად ვიცით, სუს-ის თანამშრომლის მანქანა იდგა მინდიას სახლის წინ. არ ვიცი, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც დევნა და როგორც რეპრესიები, არ ვიცი,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

ანა მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, როდესაც მან მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე ისაუბრა, ამის შემდეგ მისმა მეგობრებმა სამართალდამცავებს ჩვენებები მისცეს. 

„დღემდე არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა და დღემდე პასუხგაუცემელი კითხვები გვაქვს ძალიან ბევრი. შესაბამისად, ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს არც ვაპირებთ, რომ მივმართოთ მსგავსი მუქარის დროს, იმიტომ, რომ არ ვენდობით მათ და მათ გამოძიებას,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, მეგობრების სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს. ანა მარგველაშვილის თქმით, ხვალინდელ აქციაზე, რომელიც პროკურატურასთან 13:30 საათზე იმართება, მისვლას აპირებს.

დღის ამბები