17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ჩემი შვილის საქმეში მონაწილე, კუკური წივწივაძე, ივანიშვილის ნათესავია - ელისო კილაძე

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, მისი შვილის საქმეში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს. ელისო კილაძის თქმით, დეტექტივ-გამომძიებლის თანაშემწესთან, კუკური წივწივაძესთან, რამდენიმე შეკითხვა აქვთ.

მისი თქმით, კუკური წივწივაძე, რომელიც ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო დავით ხარშილაძესთან დაკავშირებით, არის ბიძინა ივანიშვილის ახლობელი.

„კუკური წივწივაძე გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, ქეთევან ივანიშვილის, სიძე და ლიკა ივანიშვილის მეუღლე. ლიკა ივანიშვილი შსს-ს თანამშრომელია,“ - განაცხადა ელისო კილაძემ. 

დღის ამბები