17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ელისო კილაძემ არჩევანის პირდაპირ ეთერში სტრასბურგის სასამართლოზე ქართული ოცნების ე.წ. მესიჯბოქსები წაიკითა

„ევროპის სასამართლო არ წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, არ არის უფლებამოსილი, გააუქმოს, შეცვალოს, ქვეყნის შიდა სასამართლოს გადაწყვეტილებები,“ - ელისო კილაძემ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის ე.წ. მესიჯ ბოქსებიდან ამონარიდები წაიკითხა.

მან გადაცემაში სტრასბურგის სასამრთლოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი მესიჯბოქსი წაიკითხა.

„სტრასბურგის სასამართლო ნიშნავს არა კერძო პირთან, არამედ სახელმწიფოსთან, შენსავე ქვეყანასთან  დავას და როგორ შეიძლება, ამ ელემენტარულს ვერ მიხვდე და მაინც იძახდე, რომ ვიღაც იჩაგრება... გეცნოთ, ხო ეკა ბესელიას და ასეთი მაღალი რანგის ქოცების განცხადებები?“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

მან ქართული ოცნების ერთ-ერთ  ლიდერის, ეკა ბესელიას, პირადი Facebook სტატუსიც გაიხსენა, რომელშიც ის 2016 წლის ნოემბერში შს მინისტრს აქებს.

დღის ამბები