17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
თუ მივალთ სტრასბურგის სასმართლომდე, ჩვენ მოგვიწევს ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან ბრძოლა - ვალერი გელბახიანი ელისო კილაძის შვილის საქმეზე

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორის შვილის, დავით ხარშილაძის, ადვოკატის, ვალერი გელბახიანის, თქმით, დაკავების დროს დაფიქსირებულია ძალის გადამეტების შემთხვევები. ადვოკატის თქმით, დავით ხარშილაძეს ემუქრებოდნენ, რომ სამუდამოს მიუსჯიდნენ.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მე-3 მუხლი არაადამიანური მოპყრობის დროს დარღვევა სახეზეა და ევროსასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს.

„მე დარწმუნებული ვარ, თუ მივალთ სტრასბურგის სასმართლომდე, ამ მუხლის სამივე კომპონენტში იქნება ეს მუხლი დარღვეულად დადასტურებული და ჩვენ მოგვიწევს ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან ბრძოლა,“ - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

ადვოკატის თქმით, დავით ხარშილაძის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ინფორმაციაზე აცხადებს, რომ, თუ ინფორმაციის წყარო დადგენილი არ იქნება, დასაშვებ მტკიცებულებად არ ჩაითვლება და არარელევანტური იქნება. 

დღის ამბები