17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ზაზა ხატიაშვილის თქმით, ელისო კილაძის შვილის მიმართ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი დაირღვა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, აცხადებს, რომ დღეს ჟურნალისტების დამსახურებით სამოქალაქო საზოგადოება თვალს ადევნებს, თუ როგორ იბრძვის ელისო კილაძე თავისი შვილისთვის და პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი, თავისი მეგობრისთვის და ეს ძალიან მნიშნელოვანია.

ის აღნიშნავს, რომ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის, მიმართ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი დაირღვა, რაც წამებას და არაჰუმანურ მოპყრობას ითვალისწინებს.

„ევროპული სასამართლო ამბობს, რომ, თუ ხდება ისეთი პირის დაკავება, რომლის დაკავებასაც მოჰყვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი,  როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, მაშინ უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს საქმეში მოყვანილი,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ის აცხადებს, რომ უკვე წინასწარ იცის, რომ საქართველოში სასამართლო სამართლიან განაჩენს არ გამოიტანს.

„ეს არის მიტაცებული საკონსტიტუციო უმრავლესობის შედეგი,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ის არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება მასაც ჩაუდონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები