17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
ხელისუფლებასაც ძალიან ეშინია იმიტომ, რომ მათი ამოცანა იყო ჩვენი დემორალიზება და არ გამოუვიდათ - ელისო კილაძე

„ხელისუფლებასაც ძალიან ეშინია იმიტომ, რომ მათი ამოცანა იყო ჩვენი დემორალიზება და არ გამოივიდათ,“ - ეს განცხადება ელისო კილაძემ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ საპატიმროში რუსთვი2-ს არ აჩვენებენ. მან ხელისუფლებას მიმართა.

„რამ შეგაშინათ ამ ერთმა ტელევიზიამ ასე, რომ ვარდისფერი ტელევიზიები გაქვთ იქ, საპატიმროებში ჩართული? ჩემმა შვილმა ჩემი აქტივობების თაობაზე იცის მხოლოდ ადვოკატებისგან და რუსთავი2 იქ არ არჩვენებს იმიტომ, რომ პატიმრებსაც არ ანახონ ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

მან აღნიშნა, რომ ამიერიდან მმართველი გუნდის მიმართ ის ბევრად უფრო კრიტიკული იქნება, ყველა აქციაზე ივლის და არ დანებდება.

ელისო კილაძე აღნიშნავს, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ მოსამართლე, რომელზე ის მამხილებელ სტატიებს წერს, მისი შვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენს არ გამოიტანდა.

„როგორ წარმოგიდგენიათ, მოსამართლე, რომელსაც მე ვამხელ, ჩემი შვილი სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს? არ მიიღებს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები