17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
რეალურად, 5 წუთის განმავლობაში შეუძლებელია, ერთსაათიანი პროცედურა ჩაატარო - მარიკა ფხალაძე თათარაშვილის საქმეზე

მიხეილ თათარაშვილის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე, ოპერატიული პატაკის შესახებ საუბრობს. ადვოკატის თქმით, 15 მარტს მოხდა პოლიციისთვის მიხეილ თათარაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომ ის სურამში იმყოფებოდა და ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. ადვოკატის თქმით, ინფორმაციის წყაროს მიერ ინფორმაციის მიწვდიდან 15 წუთში დააკავეს მიხეილ თათარიშვილი.

„რეალურად, ახლა ამ 5 წუთის განმავლობაში შეუძლებელია, 1-საათიანი პროცედურა ჩაატარო, გაჩხრიკო,“ - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

მარიკა ფხალაძის თქმით, თათარიშვილის მეგობრები, რომლებიც სურამში მასთან ერთად იმყოფებოდნენ, არ გაჩხრიკეს. 

ადვოკატმა არჩევანის ეთერში აღნიშნა, რომ სურამში მოწმეები საუბარზე აღარ დათანხმდნენ, რადგან ძალიან შეშინებულები იყვნენ.

„როდესაც ადგილზე ჩავედით, ორმა კატეგორიული უარი გაგვიცხადა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ შეშინებულები. განმარტება იყო ეს, რომ ისინი შეიძლება, თათარაშვილის გვერდით აღმოჩენილიყვნენ და ამ ორმა გოგონამ გაბედა და გააკეთეს განცხადება. ძალიან შეშინებულები იყვნენ,“ - განაცხადა მარიკა ფხალაძემ. 

 

დღის ამბები