17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
დღეს ჩადება აქტუალურია - დავით სუბელიანი ნარკოპოლიტიკას აფასებს

მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტი, დავით სუბელიანი, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას სურს, არსებული ნარკოპოლიტიკა პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, მაშინ მმართველი გუნდი მას არ შეამსუბუქებს.

„დღევანდელი ნარკოპოლიტიკა რეალურად ებრძვის უბრალო მომხმარებლებს მეტწილად და მეორე მხრივ, ებრძვის უდანაშაულო ადამიანებს, რომელთა გაფუჭება შეიძლება, ჩათვალოს საჭიროდ, პოლიტიკური, თუ სხვა მიზეზების გამო,“ - აცხადებს დავით სუბელიანი.

წლების წინ ეს კორუფციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სფერო იყო, ხოლო დღეს მანიპულირებისათვის საუკეთესო საშუალებაა.

„მნიშვნელოვანია ამის შეცვლა, რათა ნაკროპოლიტიკა არ გახდეს ის მსუყე ადგილი, სადაც პოლიციელები და ძალაუფალნი ამ ქვეყნის, მოითბობენ ხელს ისე, როგორც ჩვენ ამას ვხედავთ,“ - ამბობს სუბელიანი.

ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამრთლომ მარიხუანას მოხმარებისთვის ბრალდების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, დღეს კანაფის მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდა. 

დავით სუბელიანი გიორგი მღებრიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც მინისტრი აცხადებს, რომ პოლიცია ნარკოტიკს არავის არ უდებს. დავით სუბელიანი შს მინისტრი ამ განცხადებას ტყუილს უწოდებს. ის აღნიშნავს, რომ "დღეს ჩადება აქტუალურია".

დღის ამბები