17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
იურისტი გურამ იმნაძე ელისო კილაძის შვილისა და მიხეილ თათარიშვილის საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს

„დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა მთლიანად სცდება ადამიანის ზრუნვის ფარგლებს და ის არის მთლიანად რეპრესიული და პოლიციური,“ - ასე აფასებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას.

„დღეს არსებული ნარკოპოლიტიკის ერთადერთი მიზანი არის პოლიციის ხელში ამ ძლიერი ინსტრუმენტის შენარჩუნება, რომლითაც სამართლდამცავ უწყებებს შეუძლიათ, იქონიონ გავლენა ათასობით ადამიანზე,“ - განაცხადა გურამ იმნაძემ.

ის ელისო კილაძის შვილისა და მიხეილ თათარიშვილის საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

„თუკი ასეთი ფაქტები არ ყოფილა რეალურად და არ ჰქონია ასეთ შემთხვევას ადგილი, პირველ რიგში, სამართალდამცავი უწყება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიებამ დაადგინოს ეს,“ - განაცხადა გურამ იმნაძემ.  

დღის ამბები