17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საშიშროება არ არსებობს - ლევან კობერიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენელი, ლევან კობერიძე, აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებისა თუ ბრალდების საკითხებზე უფრო ფრთხილი საუბარია საჭირო.

„ყველა ოჯახის წევრს უნდა, იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მის ახლობელს არ ჩაუდენია დანაშაული და მზად არის, რომ ის ბოლომდე დაიცვას, მარგამ სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო იმიტომ არსებობს ქვეყანაში, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია სამართალდარღვევასთან, იყოს გამოძიებული,“ - აცხადებს ლევან კობერიძე.

მისი თქმით, საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საშიშროება არ არსებობს.

„მე ყველას მოვუწოდებდი, რომ ძალიან თავშეკავებულ ები ვიყოთ, რომ მტკიცებით ფორმაში არ ვისაუბროთ,“  - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ის ფიქრობს, რომ მსგავსი თემები რეალური მსჯელობის საგანი უნდა იყოს და არა ადამიანებისთვის აზრის თავზე მოხვევა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები