17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ამ კანონით ხელისუფლებას თვითონ უნდა ჩვენს პირად ცხოვრებაში აფათუროს ხელი - თამარ კორძაია ე.წ. მოსმენების კანონზე

„სიმბოლურია, რომ ზუსტად 1 წლის თავზე ჩვენ ისევ ვლაპარაკობთ, რომ ნუ გვისმენს ხელისუფლება,“ - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, სამწუხაროა, რომ დღემდე საქართველოში მოსმენების პრობლემაა. ის აღნიშნავს, რომ ე.წ. მოსმენების კანონი მიუღებელია.

„ხელისუფლებამ უნდა დაგვიცვას ასეთი მავნე ადამიანებისგან, ვინც იკისრებს და პირადად გატეხავს ვიღაცის e-mail-ს, მოიპარავს ინფორმაციას და ამ დროს ჩვენ რას ვხედავთ. ხელისუფლებას თვითონ უნდა ჩვენს პირად ცხოვრებაში აფათუროს ხელი. ხელისუფლებას თვითონ უნდა დაიკანონოს, რომ თვითონ შემოვიდეს, შეამოწმოს და მოგვისმინოს ნებისმიერ ჩვენგანს, როცა მოუნდება,“ - აცხადებს თამარ კორძაია.

მისი აზრით, ე.წ. მოსმენების კანონით საქართველოს მოქალაქეები დაცულები არ იქნებიან. ის აღნიშნავს, რომ ამ კანონის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის სასამართლოს ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა აუცილებლად უნდა მიმართოს.

მისივე განცხადებით, საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდა აჩვენოს, რომ ნამდვილად „წააგებს, თუ შეეცდება მიითვისოს ის, რაც არ ეკუთვნის“.

ამავე თემაზე
დღის ამბები