17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
"პატიოსნად დაუჭირეთ მხარი და მოვაგებინეთ არჩევნები" - გედევან ფოფხაძე პრეზიდენტზე საუბრობს

"მოვაგებინეთ არჩევნები და ჩვენი გუნდის გარეშე, მე მეეჭვება, რომ ამ არჩევნების მოგება შეეძლო," - ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ პრეზიდენტის შესახებ გააკეთა.

ფოფხაძემ განცხადება პარლამენტში, ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივრებული შენიშვნებზე საუბრისას გააკეთა. 

„მე მეგონა, რომ ჩვენ გვეყოლებოდა ერთიან მიზნად გაერთიანებული ინსტიტუციები, რომელიც ყველა იქნებოდა ორიენტირებული იმაზე, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო შეგვექმნა და ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც ლექციებს გვიკითხავს, ჭკუას გვასწავლის და მაშინ როდესაც მორალურად არაფერში არ ვართ მასთან დამნაშავეები დ არაფერი არ შეგვშლია, პატიოსნად დაუჭირეთ მხარი და მოვაგებინეთ არჩევნები და ჩვენი გუნდის გარეშე, მე მეეჭვება რომ ამ არჩევნების მოგება შეეძლო, დიახ, ქართულმა ოცნებამ მისცა მას ეს მანდატი, მაგრამ ეს მანდატი მოაბრუნა ქართველი ხალხის და ქართული ოცნების საზიანოდ,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაც. 

„საიდანაც ეს პოლიტიკური ქარი დაუბერავს, სამწუხაროდ, მაშინ ხდება ამ ვეტოს გამოყენება. მე ძალიან ვწუხვარ, რომ სწორედ ასეთი მიდგომებით უფრო ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ვიდრე ჩვენ მხრიდან თუნდაც ამ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ვეტოს დაძლევით,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები