17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
"ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც კვლავ ხდება მიყურადება, ჩაწერა"- ზვიად დევდარიანი

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი კურიერის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ მოსმენებთან დაკავშირებით მოქმედმა ხელისუფლებამ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო.

მისი თქმით, უამრავ ადამიანს უკანონოდ უსმენდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს კანონმდებლობა არ შეიცვალა და არ გაუმჯობესდა.

„ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც კვლავ ხდება მიყურადება, ჩაწერა, რაც ყველაზე საშინელია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არა ერთი ფაქტი ვნახეთ, ამ ინფორმაციის გავრცელება ხდება, ამისთვის არავინ არ დაშლილა. ამ ტიპის მიყურადების შედეგად მათი გამავრცელებლები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას და ცდილობენ, გამოყენებული იქნას ამ ტიპის მიყურადება და ჩაწერა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი იმ ადამინების წინააღმდეგ, რომელთაც კრიტიკული, თუ განსხვავებული აზრი გააჩნიათ,“ - განაცხადა ზვიად დევდარიანმა. 

დღის ამბები