17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
„ეს სპექტაკლი ჩემთვის უცხო არ არის" - მღებრიშვილი შს სამინისტროსთან გამართულ აქციას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამიისტროსთან გამართულ აქციას დღეს მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი მღებრიშვილმა პროტესტს სპექტაკლი უწოდა და განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას აქვს ადგილი.

„ეს ყველაფერი არის ჭორაობა. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მოგონილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. მე 1998 წლიდან გამომძიებლად ვმუშაობდი და ეს ინსინუაციები, ასე ვთქვათ, სპექტაკლი ჩემთვის უცხო არ არის, რომელისაც ახლა გვიდგამენ, ზოგჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ და ზოგჯერ სხვაგან,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები