17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
„ქართული ოცნების გარდა, არ მოიძებნება სუბიექტი საქართველოში, რომელიც პოზიტიურად შეაფასებს ამ კანონპროექტს“ - ოთარ კახიძე

„საქართველოს პარალმენტი, იმის ნაცვლად, რომ დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისინი ემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილს,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში, ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, უმრავლესობას სურს, საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდის ავლით, ისევ სუს-ს დაუქვემდებაროს მოსმენების და ფარული მიყურადების მექანიზმი.

„ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც კონსტიტუციური სივრციდან გადის ქართული ოცნების უმრავლესობა. შავით თეთრზე წერია, რომ საგამოძიებო ფუნქციის მქონე უწყებაში არ უნდა იყოს მოსმენების სააგენტო. ეს პირდაპირ თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, ეს არის კანონპროექტი, რომელსაც უარყოფითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, მთელი არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველი.

ქართული ოცნების გარდა, არ მოიძებნება სუბიექტი საქართველოში, რომელიც პოზიტიურად შეაფასებს ამ კანონპროექტს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, კოალიციურ რეჟიმში, აპირებენ რომ ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ასევე მისი თქმით, „არის საშუალება, რომ წავიდნენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სტრასბურგმა დაადგინოს საბოლოოდ, რამდენად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ის კანონი, რომელსაც მორჩილი უმრავლესობა ამ მომენტისთვის იღებს პარლამენტში.“

დღის ამბები