17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
„ვიზუალური დაკვირვებით და უდიდესი ალბათობით, ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა" - ენმ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელები ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებენ, რომელზეც, მათი თქმით, სავარაუდოდ, რუსულნომრიანი სატვირთო მანქანები შეფუთული მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკის გადაზიდვას საქართველო - სომხეთის საზღვრის მიმართულებით ახდენენ.

ოპოზიციური პარტია არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც სახელმწიფო ორგანოების მეთვალყურეობის გარეშე გადაადგილდება.

ნაციონალური მოძრაობის წევრები პრეზიდენტს მოუწოდებენ უშიშროების საბჭოსგან მოითხოვოს ინფორმაცია, ხდება თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ტექნიკის უმეთვალყურეოდ გადაადგილება.

„ვიზუალური დაკვირვებით და უდიდესი ალბათობით ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა, სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების,“- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

დღის ამბები