17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
„ძალიან ძლიერი დარტყმის ხმა იყო, ყვირილი!“ – Independent-ის რედაქტორი ლონდონის მოვლენებზე

ძალიან ძლიერი დარტყმის ხმა იყო, ყვირილი. არეულობა... შემდეგ გასროლის რამდენიმე ხმა. ყველგან შეიარაღებული პოლიციაა,“ - ეს ინფორმაცია  გამოცემა Independent-ის პოლიტიკურმა კორესპოდენტმა, ტომ პეკმა, ლონდონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ის ამბობს, რომ კოლეგების თქმით, ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან დაჭრილი პოლიციელი და ასევე დაშავებული მამაკაცი დაინახეს, რომელიც სავარაუდოდ ის პიროვნებაა, რომელიც დანით ხელში შენიშნეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები