17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
ბათუმის დაკავებები - ადამიანი, რომლის დაჯარიმებითაც ბათუმის მოვლენები დაიწყო, სასამართლომ გაამართლა

11 მარტს დაკავებული რამაზ ხიმჩიაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა. ადამიანი, რომლის დაჯარიმებითაც ბათუმის მოვლენები დაიწყო, სასამართლომ გაამართლა.

თუმცა ჯიმი ვარშანიძე, ვინც პლაზასთან საპროტესტო აქცია დაიწყო, სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა.

სამართალდარღვევის ფაქტზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ექვსი პირის პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გამართლდნენ გიგა ჩხაიძე და ზაზა ცინცაძეც, ხუთი პირი კი დაჯარიმდა.

დღის ამბები