17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ნინო ანანიაშვილის და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლი იაპონიაში

ნინო ანანიაშვილი და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი გასტროლით იაპონიაში იმყოფებოდა. ორ განსხვავებულ პროგრამას იაპონელი მაყურებლისთვის კარგად ცნობილმა უკრაინის სახალხო არტისტმა ალექსეი ბაკლანიმ უდირიჟორა.

ქართველმა პრიმა ბალერინამ მთავარი პარტია ტოკიოს ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ბუნკა კაიკანის თეატრის სცენაზე ამერიკის საბალეტო თეატრის წამყვან სოლისტთან მარსელო გომესთან ერთად შეასრულა.

იაპონიაში გამართული 4 კონცერტის ფარგლებში, ნინო ანანიაშვილმა გედების ტბასთან ერთად, პა დედეები ბალეტებიდან მძინარე მზეთუნახავი და დონ კიხოტიდანაც შეასრულა.

მიხაილ ფოკინის ბალეტში ვარდის ზმანება ნინო ანანიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვან სოლისტთან იონენ ტაკანოსთან ერთად იცეკვა.

ორი განსხვავებული პროგრამა ნინო ანანიაშვილმა და საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა 16, 18, 19 და 20 მარტს წარადგინეს. 

 

 

დღის ამბები