17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
პარლამენტმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

93 მომხრე და 21 წინააღმდეგი - პარლამენტმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 

მანამდე პარლამენტმა კენჭი კანონის იმ ვერსიას უყარა კენჭი, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. მას მხარი მხოლოდ 22-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 86 წინააღმდეგი იყო.

ე.წ. მოსმენების კანონის ძველი ვერსია საქართველოს პრეზიდენტს ხელის მოსაწერად კვლავ გადაეგზავნება. 

კანონის მიხედვით, მოსმენებს სპეციალური სააგენტო განახორციელებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებარება.

დღის ამბები