17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ლონდონში თავდამსხმელი მოქალაქეებს მანქანით დაეჯახა - BBC-ს ცნობით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ლონდონში, ვესტმისტერის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამნაშავემ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეჭრის მცდელობის განხორციელებამდე, ხიდზე მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

როგროც BBC იუწყება, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც დამნაშავე დაეჯახა, გარდაცვლილია, დაახლოებით 12 ადამიანი კი დაშავდა. მათ მედიკოსები ადგილზე დახმარებას უწევენ, ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციამ მომხდარს, ამ დროისთვის, ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. დამნაშავე ლიკვიდირებულია, თუმცა ვიდრე სამართალდამცველების მას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებდნენ, ერთ-ერთი პოლიციელი დანით დაჭრა.

მამაკაცი პარლამენტის ტერიტორიაზე შეაჩერეს. თავდასხმის დროს, საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი იმყოფებოდა, რომლის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ფოტოების სანახავად მიყევით ბმულს.

დღის ამბები