17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ხმაურიანი დაკავებები - ოპოზიცია ანგარიშსწორებაზე საუბრობს, უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის გადახედვას არ აპირებს

ბოლო დროის გახმაურებული დაკავებები ქვეყანაში - შინაგან საქმეთა მინისტრი დაკავებულთა ახლობლების ბრალდებებს ჭორებს და სპექტაკლს უწოდებს. გიორგი მღებრიშვილის მტკიცებით, პოლიცია ნარკოტიკის ჩადების მეთოდს არ იყენებს და ყველაზე მეტად ახლა სწორედ სამართალდამცველების უფლებები ირღვევა. მინისტრს მიაჩნია, რომ ხმაურიანი ბრალდებების მოტივი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.

რეპრესიული პოლიტიკისთვის იარაღისა და ნარკოტიკის მასობრივი გამოყენების ტენდენციაზე საუბრობს ოპოზიცია. ბოლო დროინდელი დაკავებები საპარლამენტო დებატებისა და ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მარგველაშვილის გარემოცვას ოპონენტებად არც განიხილავენ და ქართული ოცნების ხელისუფლება განსხვავებული აზრის დევნას არ მიმართავს. ოპოზიცია კი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებას იხსენებს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სწორედ ანგარიშსწორებითაა დაკავებული.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, ნარკოპოლიტიკის გადახედვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

დღის ამბები