17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი - პრეზიდენტის ვეტო უმრავლესობამ უკვე მესამედ დაძლია

პარლამენტის უმრავლესობის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტისთვის გადაგზავნილი ე.წ. მოსმენების კანონის მიხედვით, ფარული მიყურადების განხორციელებას სახელმწიფო იურიდიული პირი, სპეციალურად შექმნილი სააგენტო შეძლებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებარება.

ქართულმა ოცნებამ 93 ხმით მხარი კანონის პირვანდელ ვარიანტს დაუჭირა და პრეზიდენტს კანონი ხელის მოსაწერად კვლავ გადაეგზავნება.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, რომელიც ანა დოლიძემ დეპუტატებს გააცნო, ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო პირდაპირ პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში უნდა იყოს, სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე უნდა განახორციელოს.

მმართველი გუნდისთვის პრეზიდენტის არგუმენტები მიუღებელი აღმოჩნდა ისევე, როგორც მომხსენებლის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ტონი.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ვეტოს დაძლევით ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევს. ოპოზიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უმრავლესობას აკისრებს.

22 მომხრე 86 წინააღმდეგი - დღის ბოლოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.

დღის ამბები