17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
პრაქტიკულად პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დღეს გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს. ის მათ მოუწოდებს, თუ ეს განცხადებები არგუმენტირებულია, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

„პრაქტიკულად დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, საქართველოს პრეზიდენტი დაადანაშაულეს ქვეყნის ღალატში, დაადანაშაულეს უსაფრთხოების სისტემის შერყევაში, რაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან კომიკურია, მაგრამ თუ ამ განცხადებების უკან არის რეალური მტკიცებულებები და ეს განცხადებები არ არის უბრალოდ ცარიელი სიტყვები, მაშინ მივმართავთ ჩვენ მათ, რომ აღიძრას შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ ე.წ. მოსმენების კანონზე მუშაობა ამ ეტაპზე არ მთავრდება. მისი თქმით, ბრძოლა შესაძლოა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სტრასბურგში გაგრძელდეს.

დღის ამბები