17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ე.წ. მოსმენების კანონის თაობაზე ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოში გააგრძელებს

ვეტოს დაძლევის შემდეგ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ბრძოლის გაგრძელებას კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავენ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მმართველ გუნდს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი ანტიკონსტიტუციურია, თუმცა ხელისუფლებისთვის არცერთი არგუმენტი მისაღები არ არის.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, პრეზიდენტის შენიშვნები მისაღებია კამპანია ეს შენ გეხებას წევრებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ მარგველაშვილის შეთავაზების გათვალისწინების შემთხვევაში, უსაფრთხოება გაცილებით მეტად იქნებოდა გარანტირებული.

კანონის ამოქმედების შემდეგ, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოების სამსახური ფარულ მიყურადებას პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებს.

ოპოზიციის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს კამპანია ეს შენ გეხება. სარჩელის გაგზავნას ორგანიზაციები, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოშიც გეგმავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები