17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
2015 წლის შეცდომის გამოსწორება - პრეზიდენტს კანონი გადაეგზავნა, რომელიც ეროვნული ბანკს საზედამხედველო ფუნქციას უბრუნებს

კანონი, რომელიც ორი წლის წინ მწვავე დაპირისპირების მიზეზი იყო, დღეს ისევ აქტუალურია. პრეზიდენტი მზად არის ხელი მოაწეროს კანონს, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია დაუბრუნდება, თუმცა მმართველ გუნდს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დღევანდელი კანონი და 2015 წელს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები, ერთმანეთის იდენტურია.

გიორგი აბაშიშვილს მმართველმა გუნდმა სტატუსი დაუწუნა და არაეთიკურ ქმედებაში დაადანაშაულა. საჯარო მოხელე, ქართული ოცნების აზრით, პარლამენტის წევრების პასუხისმგებლობაზე არ უნდა მიუთითებდეს.

ოპოზიცია კანონის პირვანდელი რედაქციისთვის დაბრუნებას, მთავრობის მხრიდან დაშვებული შეცდომის აღიარებად აფასებს. საპარლამენტო უმცირესობაში იხსენებენ, რომ წელიწადნახევრის წინ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

შემდგომ უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოც დაძლია. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კი, ოპოზიციამ ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კანონის მოქმედება შეჩერებული იყო, მას შემდეგ რაც ქვეყნის პირველი პირი დოკუმენტს ხელს მოაწერს, საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები