17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში კანაფის მოყვანა-დათესვისთვის თავისუფლების აღკვეთის გაუქმების საკითხი განიხილეს

კანაფის მოყვანა-დათესვისთვის თავისუფლების აღკვეთის გაუქმების საკითხი განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მხარეები დასკვნით სიტყვით გამოვიდნენ, რის შემდეგაც პირველი კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სასჯელი მკაცრია და არ უნდა ითვალისწინებდეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მათივე განცხადებით, სარჩელი ბექა წიქარიშვილის საქმის გაგრძელებაა და 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა უფრო მეტ ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ანალოგიური რაოდენობის კანაფი.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი წლის წინ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა - შენახვის ფაქტზე პატიმრობა გააუქმა.

”ჩვენ მსგავს დავაზე გვქონდა პროცესი ბექა წიქარიშვილის საქმეზე, რომელიც დაკმაყოფილდა და სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო 70 გრამამდე, პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას ფლობისთვის სასჯელი თავისუფლების აღკვეთა. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ იგივე სტანდარტი უნდა გამოიყენოს,“ - განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ.

კომენტარი გააკეთა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

„დავის საგანი არის 265-ე მუხლის ის ნორმები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებს მცენარე კანაფის დათესვა-მოყვანისთვის,“ - აცხადებს წიქარიშვილი. 

დღის ამბები