17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
უშიშროების საბჭოს სხდომა - ვინ დაესწრება შეხვედრას მმართველი გუნდიდან, ჯერ უცნობია

ხვალ უშიშროების საბჭო იკრიბება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განხილვის მთავარი თემები ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლი იქნება.

ხვალინდელ სხდომაზე მიწვევა ყველა მუდმივმოქმედმა წევრმა მიიღო, თუმცა, ამ დრომდე ცნობილი არ არის, რა შემადგენლობით გაიმართება ხვალინდელი შეხვედრა. მივლენ თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარე, ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ხვალინდელ შეხვედრას ირაკლი სესიაშვილი დაესწრება, თუმცა მან არ იცის, მივა თუ არა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე.

ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ მოახლოებული ნატოს სამიტის წინ, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა იქნება, პრეზიდენტის გადაწყვეტილება დროულია.

უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ 5 საათზეა დაგეგმილი. ხვალინდელ შეხვედრას საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვერ დაესწრება, რადგან მიხეილ ჯანელიძე ამერიკაში იმყოფება. სხვა მინისტრების გადაწყვეტილებების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღის ამბები