17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო წელიწადში 600 ადამიანი კვდება

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება და მობილურ ტელეფონზე საუბარი - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო 600 ადამიანი კვდება, 10 ათასზე მეტი კი სხეულის მძიმე დაზიანებას იღებს.

საქართველოს გზებზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები, მოძრაობის წესების ხშირი დარღვევა და სტატისტიკურად ე.წ. აგრესიული მძღოლების რაოდენობა 30%-ზე მეტია. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასწრაფოდ კანონის გამკაცრება უნდა მოხდეს. ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმუშავეს, დეპუტატებმა პირველი მოსმენის შემდეგ, გაურკვეველი ვადით გადადეს.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციის წევრებიც, ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი მტკიცებით, გარდა იმისა, რომ არ ხდება ავარიის მიზეზების საფუძვლიანი კვლევა, ასევე დამრღვევი მძღოლები ხშირად არ ისჯებიან.

კანონის გამკაცრების მომხრეა შინაგან საქმეთა მინისტრიც. გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ დეპუტატების გადაწყვეტილებას ელოდება.

დღის ამბები