17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
ახალი დეტალები ლონდონიდან - თავდამსხმელის მიერ დანით დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა

2 გარდაცვლილი და სულ მცირე 10 დაშავებული - ასეთია ლონდონში მომხდარი ტერაქტის წინასწარი მონაცემები. თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა და ბრიუსელის ტერაქტის წლისთავს დაემთხვა.

ვესტმისტერის ხიდზე ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანით ჯერ ხალხს გადაუარა, შემდეგ ავტომობილით ვესმისტერის სასახლის ღობეს შეეჯახა, პარლამენტის ეზოში შეიჭრა და პოლიციელი დანით დაჭრა, რის შემდეგაც მას სამართალდამცველებმა ესროლეს.

დაჭრილი პოლიციელი მოგვიანებით კლინიკაში დაიღუპა, თავდამსხმელი კი სავარაუდოდ გადარჩა.

ძალოვანებმა პარლამენტარების შენობის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობის დატოვება აუკრძალეს, პრემიერმინისტრი კი ტერიტორიას გაარიდეს და დაუნინგ სთრითზე გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.

თავდამსხმელი სავარაუდოდ, 40 წლამდე აზიური გარეგნობის მამაკაცია. პოლიციამ თვითმხილველებს ვიდეო და ფოტო მასალის მიწოდება სთხოვა და ქალაქის ცენტრში გადაადგილებისაგან თავის შეკავება ურჩია. ლონდონის მასშტაბით უსაფრთხოების საგანგებო ზომებია ამოქმედებული, დაიხურა მეტრო, შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს BBC ავრცელებს.

ფოტორეპორტაჟის სანახავად მიყევით ბმულს.

ამავე თემაზე
დღის ამბები