17 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საქართველოდან კონტრაბანდული გზით შეტანილი "იგლა" ამოიღო

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საქართველოდან სომხეთში კონტრაბანდული გზით შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი იგლა ამოიღო.

სომხური მედიის ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია სომხეთის 3 მოქალაქე, მათ შორის თვითაღიარებული ყარაბაღის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სომეხი ძალოვანები ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე ქართველ კოლეგებს არ დაკავშირებიან.

დღის ამბები