17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
"ამ ეტაპის საბოლოო ამოცანა რეგიონში ISIS-ის სრული განადგურება უნდა გახდეს,“ - რექს ტილერსონი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს დილიდან ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილი საერთაშორისო კოალიციის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან, მათ შორისაა ქართული დელეგაციაც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ ISIS-ის დამარცხება ამერიკის მთავარი მიზანია რეგიონში.

„ISIS-ის დეგრადაცია ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის. ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ. უამრავი სერიოზული გამოწვევაა ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ შეერთებული შტატების ნომერ პირველი მიზანი ამ დაჯგუფების მარცხია. დაჯგუფების გაძლიერებამ აუცილებელი გახდა სამხედრო ძალის ჩართვა. ჩვენი შეტევითი ზომები კი მათ ტერიტორიებს აკარგვინებს. ამ ეტაპის საბოლოო ამოცანა რეგიონში ISIS-ის სრული განადგურება უნდა გახდეს,“ - განაცხადა რექს ტილერსონმა.

მინისტერიალზე საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

„ჩვენი მონაწილეობა ამ კონფერენციაში დასტურია იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური, ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით. ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მიმართულია რეგიონში უფრო მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის შექმნისკენ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

განცხადება გააკეთა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში, ბაჰამის თანამეგობრობაში, ჰაიტსა და გრენადაში დავით ბაქრაძემ.

”მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ კიდე ერთხელ, თავის პარტნიორებთან ერთად, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, თავის პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთხელ გააცნოს ის გეგმები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები