17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
Moderat ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება

მესამე ალბომი და საქართველო მასშტაბური ტურნეს ფარგლებში - ცნობილი ბერლინური ჯგუფი საკუთარი შემოქმედების ტრილოგიის ბოლო ეპიზოდს ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებზე წარადგენს, თუმცა მანამდე Moderat ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

ახალი ალბომის მსოფლიო ტური Moderat-მა 2016 წელს დაიწყო, დიდი ინტერესისა და მოთხოვნის გამო, ჯგუფი ტურის მეორე წელს აპრილიდან იწყებს, საკონცერტო გამოსვლები დაგეგმილია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებზეც, მანამდე კი Moderat​ საკუთარი შემოქმედების ტრილოგიის ბოლო ეპიზოდს, მესამე ალბომს ქართველ მსმენელს წარუდგენს.

Moderat-თან ერთად 24 მარტს ქართველი მუსიკოსებიც დაუკრავენ, კარი იპოდრომის პარკში 9 საათიდან გაიხსნება. Moderat ქართველი მსმენელის წინაშე 2 საათიანი შოუთი წარდგება. 

დღის ამბები