17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი ესწრებიან.

დღევანდელ სხდომას 11 მუდმოვმოქმედი წევრიდან 6 ესწრება. ასევე, დღეს ჩანიშნულ საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც მივიდა. უშიშროების საბჭოს სხდომას ასევე გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრება.

დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლსა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელებენ. ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას განიხილავენ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარული სხდომის გამო არ ესწრება. სხდომაზე იმყოფება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. 

უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე კომენტარი საბჭოს არცერთ წევრს არ გაუკეთებია. ისინი სხდომაზე განხილულ საკითხებს შეხვედრის დასრულების შემდეგ შეაჯამებენ.

დღის ამბები