17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორი - პეტრო პოროშენკო ყოფილი რუსი დეპუტატის მკვლელობას ეხმაურება

კიევის ცენტრში ყოფილი რუსი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელობას, ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. პრეზიდენტმა მომხდარს რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორი უწოდა.

დენის ვორონენკოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი იყო და უკრაინაში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად რამდენიმე თვის წინ გადავიდა. ის უკრაინის ექს პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის მთავარი მოწმე იყო. უკრაინის პროკურატურის ვერსიით მომხდარი შეკვეთილი მკვლელობაა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო პრემიერ-პალასთან ყოფილი რუსი დეპუტატი დენის ვორონენკოვი ჩაცხრილეს. ის ადგილზე დაიღუპა. თუმცა, მისმა დაცვის წევრმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა თავად დაცვის წევრიც. ორივე საავადმყოფოში იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები