17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
შალვა ხუციშვილის თქმით, მინისტრი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომას არ ესწრება. გიორგი მღებრიშვილი დღეს ბრიუსელში ევროკომისარ იოჰანეს ჰანსს შეხვდა.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის, თქმით, მინისტრი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებოდა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მინისტრი როგორც წესი მონაწილეობს ხოლმე თუ რაიმე ობიექტური გარემოება არ არის, უშიშროების საბჭოს სხდომებში. ასე რომ, ეს არის მისი გარკვეულად მოვალეობა და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებდა უშიშროების საბჭოს სხდომაში. მითუმეტეს, როცა საკითხი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და ზოგადად უსაფრთხოების საკითხებს,“ - აცხადებს შალვა ხუციშვილი.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე შს სამინისტროში ბოლო წლებში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

დღის ამბები