17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
უმრავლესობას ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრის მორალური უფლება არ გააჩნია - გიორგი კანდელაკი

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ფიქრობს, რომ პარლამენტის უმრავლესობის წევრების მხრიდან პრეზიდენტის დადანაშაულება, რომ ის ქვეყნის უსაფრთხოების ძირის გამოთხრას ცდილობს, დაუშვებელია. მისი აზრით, მმართველ გუნდს ამის მორალური უფლება არ გააჩნია.

„იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ღიად თანამშრომლობს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც მთავარი არის საკუთარი კეთილდღეობა და არა ქვეყნის ინტერესები, საუბარი იმაზე, რომ მეტი კონტროლის მოთხოვნით პრეზიდენტი ან ვინმე ცდილობს ქვეყნის უსაფრთხოების ძირის გამოთხრას, ამ პოლიტიკურ ძალას ქვეყნის უსაფრთხოებაზე საერთოდ საუბრის მორალური უფლება არ გააჩნია,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები