17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
ეს უკვე არის ბელადომანია - შალვა შავგულიძე უმრავლესობის ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულებას აფასებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის უმრავლესობას შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას აფასებს. თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ყველა ინსტიტუცია მათ მიერ აღიარებულ არაფორმალურ მმართველს დაუქვემდებაროს.

„ეს არასახელმწიფოებრივი ხედვა და აზროვნებაა, უფრო მეტიც, ეს უკვე არის ბელადომანია და აუცილებელია ძალიან სწრაფი რეაგირება საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით არაკორექტული განცხადებების გაკეთებას და თითის ქნევას, „პოლიტიკურ უმწიფრობას“ უწოდებს.

„ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რომელიც იმ ერთმა ადამიანმა თავიდანვე აიკვიატა, როგორც კი არჩევნების შემდეგ მარგველაშვილი არ დაექვემდებარა არც ზეწოლას და არც ამ გავლენებს,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები