17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
"ეს უფრო პოლიტიკური დაპირისპირებაა, ვიდრე პიროვნული" - ნიკა რურუა პრეზიდენტზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე საუბრობს 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის ნიკა რურუას თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ირაკლი კობახიძის არ დასწრება პოლიტიკურ დაპირისპირებას ნიშნავს.

“ალბათ ეს უფრო პოლიტიკური დაპირისპირებაა ვიდრე პიროვნული, მაგრამ პიროვნული მომენტიც აქ როლს თამაშობს, რადგან ვიცით, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი წყვეტს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გარეშე, ეს თავზე მჯდომი პერსონა ვერ იტანს მარგველაშვილს, რომელიც ივანიშვილის აზრით, არის გადამგდები. ოლიგარქი გაღიზიანებული მარგველაშვილზე და ცდილობს მის ყველანაირად შევიწროებას. დღეს სახელმწიფოს ხელში ჩაგდებასთან გვაქვს საქმე და პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხებში ებლანდება არაფორმალურ მმართველს. ქვეყანას სჭირდება ინსტიტუტები და დაცული ინსტიტუტები. პრეზიდენტის ინსტიტუტი დასაცავია იმიტომ, რომ მასზე მიმდინარეობს სერიოზული შეტევა,“ - განაცხადა რურუამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველანაირად შეასუსტა ქვეყნის შიდა და საგარეო მდგომარეობა.

“შიდა გარანტიები ჩვენი თავისუფლების და დემოკრატიის სუვერენიტეტის დაცვისა, ძალიან შეასუსტა ქართულმა ოცნებამ და მისმა მმართველმა. ყველაფერი გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ და ოლიგარქმა ივანიშვილმა, რომ საერთაშორისო რადარებიდან საქართველო ჩამოეხსნა და ის დაუცველი დაეტოვებინა“ - აღნიშნა რურუამ.

დღის ამბები