17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
"არის პოლიტიკური ზეწოლაც და სურვილი იმისა, რომ დღესვე შეიცვალოს საქართველოს პრეზიდენტი," - სოსო ცისკარიშვილი

ქართულ ოცნებასა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმაურებიან ექსპერტები. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ არსებობს იმის სურვილი, რომ დღესვე შეიცვალოს საქართველოს პრეზიდენტი.

„აქ კონსენსუსი ვერასოდეს შედგება, რადგან არის პოლიტიკური ზეწოლაც და სურვილი იმისა, რომ დღესვე შეიცვალოს საქართველოს პრეზიდენტი. ასეა თუ ისე, ჩვენ დავდგებით აუცილებლობის წინაშე, რომ საქართველოში ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი. როგორი კონსტიტუცია გინდათ თქვენ, თქვენი სამშობლოსთვის? კონსტიტუცია ყველასთვის თუ კონსტიტუცია ბიძინასთვის,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

კომენტარი გააკეთა GSAC-ის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ „პრეზიდენტი აკეთებს იმას, რაც ევალება კონსტიტუციით და მთავრობა ამ თემაზე ჩხუბობს.“

„არიან დაკავებული პრეზიდენტის და მისი ინსტიტუტის ლანძღვით. ეს ხდება ქვეყანაში, როდესაც უამრავი პრობლემები აქვს და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ მიხედოს მძიმე სოციალურ ფონს, ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ, თავისი ენერგიის დიდ ნაწილს პრეზიდენტის ლანძღვაზე და მისი დისკრედიტაციის მცდელობაზე ხარჯავს, რაც სევდიანი სურათია,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

დღის ამბები