17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
ბელგიაში სამართალდამცავებმა ტერორიზმის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

ბელგიაში სამართალდამცავებმა ტერორიზმის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. mirror.co.uk-ის ინფორმაციით, ნიღბიანმა მამაკაცმა გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მანქანით მოსახლეობაში შეჭრა სცადა.

ბელგიელი პოლიციელების მიერ დაკავებულია ჩრდილო აფრიკელი წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების დაშავებასთან დაკავშირებით.

დანები, არალეტალური იარაღი და გაურკვეველი შემადგენლობის სითხე იპოვეს დაკავებული მამაკაცის მანქანაში. 

დღის ამბები